მწვანე მამული

პროექტის შესახებ

პროექტის აღწერა

საქმიანობა: 

სატყეო ჯიშის ნერგების მეურნეობა


დამკვეთის შესახებ: 

კომპანია „საქართველოს ნერგები“ პირველად 2011 წელს გამოჩნდა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. ის ერთ-ერთი დიდი და წამყვანი მეურნეობაა. კომპანიას აქვს ორი სანერგე მეურნეობა ყვარელსა და სუფსაში, სადაც ხდება ქართული და უცხოური ჯიშების გამოყვანა, ძველი და უნიკალური ჯიშების აღდგენა. ამასთანავე, 2012 წლიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ქვეყნების სანერგე მეურნეობებთან. კომპანია აქტიურად არის ჩართული ყველა პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოში გამწვანების, ბიომრავალფეროვნებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში.


დავალებები: 

- ლოგოტიპისა და ბრენდბუქის შემუშავება;

- კომპანიის მუშაობის შესწავლა და შეცდომების გამოსწორება;

- საერთაშორისო ბაზარზე გაყვანა ციფრული მარკეტინგის მეშვეობით;


რა გაკეთდა: 

- შევისწავლეთ კომპანიის წარმოების პროცესები და აღნიშნული სფეროს თავისებურებები;

- კონკურენციის ნაკლებობის გამო მოვიძიეთ საზღვარგარეთ მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების შესახებ ინფორმაცია და შევადგინეთ მათი საერთო დამახასიათებელი პორტრეტი;

- ამოვიღეთ არქივიდან 1992 წლამდე საქართველოში მოქმედი სანერგე მეურნეობების შესახებ სრული ინფორმაცია და ჩამოვაყალიბეთ მათი და ჩვენი ბუნებრივი რესურსების უპირატესობები სხვა ქვეყნის რესურსებთან შედარებით;


შედეგები:

- მოპოვებულ და შესწავლილ მონაცემებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ უნიკალური ბრენდი მისთვის დამახასიათებელი მკაფიოდ გამოხატული ნიშანთვისებებით;

- კომპანიის მუშაობის ყველა ეტაპის ღრმა ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ ბიზნეს პროცესისთვის მიუღებელი დანახარჯები, რომელიც სრულად შთანთქავდა კომპანიის შემოსავლებს;

- ჩატარებული ფინანსური სამუშაოებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად მივიღეთ კომპანიის შემოსავლების ზრდის 37%-ი მაჩვენებელი მეშვიდე თვის თავზე;


მიმდინარე სამუშაოები: 

- სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მომზადება;

- სარეკლამო მასალის მომზადება;

- ვებ გვერდის დიზაინისა და ფუნქციების დახატვა-განსაზღვრა;

- სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;

скачать gce 11.1смотреть фильмы бесплатно