აგრონომი

პროექტის შესახებ

პროექტის აღწერა

საქმიანობა: 

კვების პროდუქტების დისტრიბუცია, ელ-კომერცია


დამკვეთის შესახებ: 

"აგრონომი" არის განსხვავებული სერვისი საქართველოს ბაზარზე, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის ან ვებ გვერდის მეშვეობით მხოლოდ ნატურალური სოფლის პროდუქციის მიტანის სერვისს სახლიდან გაუსვლელად. მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქცია: რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, თევზეულობა, ხილ-ბოსტნეული, პურ-ფუნთუშეულობა და მრავალი სხვა.


დავალებები: 

- კომპანიის მარკეტინგული გეგმის ჩამოყალიბება;

- სარეკლამო არხებისა და სტრატეგიის შერჩევა;

- ლოგოტიპისა და ბრენდბუქის შემუშავება;

- ბაზრის შესწავლა და კონკურენტული ანალიზის შედგენა;

- მობილური აპლიკაციისა და ვებ გვერდის შექმნა;


რა გაკეთდა: 

- შევისწავლეთ ბაზარზე მსგავსი, გაცილებით უფრო მრავაპროფილური სერვისების მუშაობის სპეციფიკა, სადისტრიბუციო ქსელები და საფასო პოლიტიკა;

- შევადგინეთ კომპანიების გრაფიკული დიზაინის საერთო პორტრეტი;

- სიღრმისეული ანალიზი ჩავუტარეთ სარეკლამო არხებს, ბაზარზე არსებულ ელ-კომერციის (ონლაინ გადახდის) თვისობრივ სრულყოფილებას, მომსახურების დონეს;

- გამოვთვალეთ ბაზარზე არსებული აპლიკაციების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი;


შედეგები:

- ბაზრის შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ სოფლის ნატურალური პროდუქციის საცალო ან საბითო - სადისტრიბუციო ქსელი სახლში მიტანის სერვისით მუშაობს დაბრკოლებებითა და დაბალი ხარისხის მომსახურებით;

- დავნერგეთ „დიეტების შეკვეთის“ ახალი სერვისი, რომლის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მისთვის სასურველი დიეტური საკვები;

- კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნულ სერვისზე მოთხვონა საკმაოდ მაღალია და გამართული სადისტრიბუციო ქსელისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებით, სამიზნე აუდიტორია გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით (კორპორატიული კლიენტების ხარჯზე, ოფისებსა და ბიზნეს ცენტრებთან თანამშრომლობით);

- კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ ლოგოტიპი და ბრენდბუქი, ამ სეგმენტისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებისა და ფერთა პალიტრის გათვალისწინებით;


მიმდინარე სამუშაოები: 

- მრავალფუნქციური ვებ გვერდის დამზადება;

- აპლიკაციის დამზადება;

- ინტერნეტ მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა;

скачать gce 11.1смотреть фильмы бесплатно